კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავის ცხელების ზონაში

2020-11-01 12:25:08

რუსთავის ცხელების ზონაში კორონავირუსული ინფექციის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცხელების ზონის ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალ შემთხვევებს შორის რამდენიმე მანამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, რამენიმეს ინფიცირების წყარო კი დაუდგენელია და მიმდინარეობს ეპიდეიოლოგირი კვლევა.