კოვიდ19-ით 15 წლის გოგო გარდაიცვალა

2020-10-31 13:31:17

საქართველოში კორონავირუსული ინფექციით 15 წლის გოგო გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმ ლალი ტურძილაძემ დაუდასტურა.

მან დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათი განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ19-ით გარდადცვლილთა რიცხვი 307-ს შეადგენს.