დილიდან ხმაურია მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

2020-10-31 12:30:05

მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

მარნეულის პოლიციის უფროსის, რუსლან იოსელიანის განცხადებით, მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

“ერთ-ერთმა დამკვირვებელმა განგვიცხადა მუქარის ფაქტის შესახებ, შესაბამისად, მუქარის ფაქტზე დავიწყებთ გამოძიებას. დეტალურ კომენტარს მოგვიანებით მოგახსენებთ. ვისი მხრიდან არის დამკვირვებელი, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს, ვისი მხრიდან იყო მუქარა, ესეც არ ვიცი, მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გვაქვს. ვინაიდან დანაშაულის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა, გამოძიებას დავიწყებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო პლატფორმა “2020”-ის წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მას დაკვირვებელი, საკრებულოს წევრი ზურა ჭონიაშვილი დაემუქრა, როცა ადგილიდან ჟურნალისტების გაყვანას თხოვდა.

ასევე, ცნობილი ხდება რომ "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს, პროცესში დაკვირვების საშუალება არ მიეცა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ლაშა ქველაძემ განაცხადა, რომ მათ დამკვირვებელს უფლებას არ აძლევენ, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.