კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა

2020-10-31 11:05:56

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38936 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 22691 , გარდაიცვალა 308 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4209, კოვიდ-სასტუმროში - 2346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.