რუსთავის კლინიკაში ექთანს კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-09-30 19:47:54

კლინიკა "რუსთავში" ექთანს კოვიდ19 დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულების ეპიდემიოლოგის, მაია როგავას განცხადებით, ექთანი კლინიკაში ბოლოს 29 ოქტომბერს იმყოფებოდა.

როგორც როგავამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კოვიდინფიცირებულს დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა აქვს და მას კოვიდ19 გეგმიური ტესტირების შედეგად დაუფიქსირდა.

კლინიკა "რუსთავის" ეპიდემიოლოგის თქმით, პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია და სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდება, რადგან მას კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან შეხება არ აქვს.

კლინიკიდან, ექთანთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი მედპერსონალი თვითიზოლაციაში გადავდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები