კაცმა ორი ადამიანი მოკლა

2020-10-30 16:07:45

კახეთში, სოფელ ვაზისუბანში კაცმა 2 ადამიანი მოკლა, 2 კი დაჭრა.

მოკლულია ცოლი და მეზობელი, რომელიც კონფლიქტის ხმაზე ქალს გამოესარჩლა.

ასევე სანადირო თოფით დაჭრა ცოლის ძმა და კიდევ ერთი მეზობელი.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონიძიებები