2020 წლის განმავლობაში "ქართულ ოცნებას" 17,086,626 ლარი შესწირეს, რაც მთლიანად პოლიტიკური შემოწირულობების 48%-ია. წელსაც, ისევე როგორც სხვა არჩევებზე, მმართველი პარტიის დონორებს შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ ის ბიზნესჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებთან არიან დაკავშირებული. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია ნათქვამი.
სულ პოლიტიკური შემოწირულობების მაჩვენებლები ასეთია (ტოპ 10):
1) ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 17,086,626 ლარი;
2) ლელო საქართველოსთვის - 5,075,844 ლარი;
3) ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია - 3,735,583 ლარი;
4) ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 2,793,574 ლარი;
5) ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,279,850 ლარი;
6) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1,864,635 ლარი;
7) თავისუფალი საქართველო - 475,635 ლარი;
8) სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის - 336,555 ლარი;
9) სოციალური სამართლიანობისათვის - 320,989 ლარი;
10) ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები - 257,243 ლარი.
ნახეთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის შედეგები ამ ბმულზე.