გახდება თუ არა ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო

2020-10-30 14:40:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შესაძლოა, მთავრობამ პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს.

შეიძლება, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება, როგორც დახურულ შენობაში, ასევე გარეთაც. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"დღეს მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა მხოლოდ დახურულ შენობაში, ღია სივრცეში კი არის მკაცრი რეკომენდაცია“,-აღნიშნა პრემიერმა.