1-ლი ნოემბრიდან საქართველოდან რეგულარული ავიარეისები კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. კერძოდ, 1-ლი ნოემბრიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები აღდგება შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან კი: კატოვიცე, ვილნიუსი და დორტმუნდი.
ცნობისთვის, 2020 წლის 13 ივლისიდან ავიარეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით. ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით.
ჯანდაცვის სამინისტროს უკვე რამდენიმე თვეა გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის. მათ შორის, ამ რეკომენდაციებით, 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აიკრძალება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა.