იტალიაში ქართველი დააკავეს

2020-10-30 12:07:07

იტალიაში ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

40 წლის კაცმა პარკინგზე მდგარი ავტომობილის მინა ჩაამსხვრია. ადგილზე მისულ ავტომობლის მძღოლს კი დანით დაემუქრა და თანხა მოსთხოვა.

მსხვერპლმა წინააღმდეგობის გაწევა მოახერხა, რის შემდეგაც ქართველი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

40 წლის გ.ზ დაკავება პოლიციამ მაინც შეძლო. მისი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა დანა და რამდენიმე მაკრატელი ამოიღეს.