კობაიძე რუსთაველებს ლაცაბიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

2020-10-29 20:04:25

"მოგიწოდებთ, ხმა მიეცით ნინო ლაცაბიძეს", - ასე მიმართა რუსთაველებს, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველს, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "პროგრესული საქართველოდან" ალექსანდრე კობაიძემ.

კაბაიძემ საგანგებო ბირფინგი გამართა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად, თუმცა, აღნიშნა, რომ ის ბრძოლას 2020 წლის არჩევნებზე საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად აგრძელებს.

"ჩემმა წინასაარჩევნო კამპანიამ, მოქალაქეებთან შეხვედრებმა, საუბარმა და გარკვეულმა კვლევებმა ნათლად დამანახა, რომ ქალბატონი ნინო ლაცაბიძის პროგრამა მიმართულია ქალაქისა და საზოგადოების კეთილდღეობისაკენ, რუსთაველების ყველაზე მძიმე პრობლემების გადაჭრისაკენ, რაშიც ჩემი და მისი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ჩემთვის ძალიან კარგად ცნობილია ბატონი დავით კირკიტაძის პიროვნება და საქმიანობა. დღემდე, როგორც დაზარალებულების ადვოკატს, კარგად მახსოვს მის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული მიწები, სადაც დღეს მისი ოჯახის კუთვნილი ავტობაზრობაა განთნავსებული. მისი საარჩევნო პროგრამის გაცნობისას გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ  ეს პროგრამა მხოლოდდამხოლოდ მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ, კვლავ ანალოგიურად მომხვეჭელობით, მითვისებით და მოტყუებით, განახორციელონ ხმების მოპოვება. ჩემთვის მორალურად და პიროვნულად მიუღებელია, რომ ჩემს ქალაქში მაჟორიტარობაზე პრეტენზია ჰქონდეს მსგავს ადამიანს, რომელიც გუბერნატორობის პერიოდში რეგიონს ექცეოდა, როგორც ფეოდალი.

აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს, რომელიც აპირებს ან არ აპირებს მისვლას არჩევნებზე, ჩემი მოწოდებაა, რომ ხმა მისცენ ნინო ლაცაბიძეს. რაც შემეხება მე, ალექსანდრე კობაიძეს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ბრძოლას, პარტიულ ბრძოლას საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

"ინფო რუსთავის" კითხვას, ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან მისი განცხადებები სხვა კანდიდატის მხარდაჭერასა და მის მიერ ბრძოლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, კობაიძე პასუხობს, რომ; "მაქვს უფლება, რომ საჯაროდ ნებისმიერ პიროვნებას დავუჭირო მხარი. ნებისმიერი ჩემი პოზიცია დავაფიქსირო".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები