"რაპუნცელის" პრემიერა (ფოტოები)

2016-11-15 17:30:06

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში პატარებისთვის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სცენაზე ძმები გრიმების ზღაპრის „რაპუნცელის“მიხედვით, ამავე სახელწოდების სპექტაკლი გათამაშდა. სპექტაკლის დაწყებამდე პატარების განწყობაზე, მულტფილმების გმირების სამოსში გადაცმულმა ანიმატორებმა იზრუნეს. სპექტაკლის ჩვენება  15, 16, 17, 18, 21, 24, 25, 28 რიცხვებში, ორ სეანსად 12:00 და 14:00 საათზე გაიმართება.