გვარამიას პასუხი კობახიძეს

2020-10-29 13:31:00

"ვაი უბედურო ირაკლი, ჯერ არ გცოდნია, რომ ისეც გიწევს და ასეც ეგ ამბავი. ვაი შვილო, მოგიკვდეს რუსეთის აგენტი ერთ კორპუსში ათბინიანი მამა", - ასე უპასუხა "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ირაკლი კობახიძის შეთავაზებას.

კობახიძემ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წავა, თუ "ქართული ოცნების" 3 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან რომელიმე არჩევნებს ვერ მოიგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მედიიდან წასვლა შესთავაზა ნიკა გვარამიას.

"თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, ხოლო თუ საპირისპირო მოხდება და ქართული ოცნების სამივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩევნებს მოიგებს მაშინ გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან", - განაცხადა კობახიძემ.