რუსთავის ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2 კვირით შეწყდა

2020-09-29 12:37:18

რუსთავში, 1-ელ ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. კოვიდ19 დაუდასტურდა ექთანს, რომელიც სააღმზრდელი დაწესებულებაში პარქტიკებს გადის.

როგორც ბაღის გამგე ლეილა გორგაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კოვიდინფიცირებულთან უშუალო კონტაქტი ბაგა-ბაღიდან არავინ ჰქონია და თვითიზოლაციის რეკომედაციაც გაცემულიც არ არის, თუმცა რუსთავის მერიის ბაღების გაერთიანებამ, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ბაღში ამ ეტაპზე 60 აღსაზრდელი და 23 თანამშრომელი ცხადდებოდა.

1-ელ ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება, დაახლოებით, 12 დღიანი თვითიზოლაციის რეჟიმის გასვლის შემდეგ იქნება მიღებული.