"თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, ხოლო თუ საპირისპირო მოხდება და ქართული ოცნების სამივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩევნებს მოიგებს მაშინ გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან"-ამის შესახებ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი კვლევის მიხედვით, სამგორში, თელავსა და გლდანში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იმარჯვებენ.