ჟურნალისტების კითხვას, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ე.წ. "ლოქდაუნის" გამოცხადება, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ "ლოქდაუნის" გამოცხადებას მთავრობა არ განიხილავს.
"ლოქდაუნის შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია. შესაბამისად, ლოქდაუნი არ განიხილება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. არ განვიხილავთ ამას", - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, პარტია "ევროპული საქართველოს" განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ქვეყანაში „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. პარტიის ლიდერებმა განცხადება ამასთან დაკავშირებით გუშინ გააკეთეს.