რუსთავში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-10-28 12:10:10

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციის 1 731 შემთხვევიდან, 17 რუსთავში დაფიქსირდა, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განუცხადეს.

ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტების ინფიცირების წყაროებისა და მათი კონტაქტების მოძიების მიზნით ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში კორონავირუსული ინფექციის 461 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 100 კოვიდინფიცირებული მკურნალობას ბინაზე გადის, დანარჩენი პაციენტები კი კოვიდმიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში არიან გადანაწილებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები