კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავის ცხელების ზონებში

2020-10-28 10:48:13

რუსთავის ცხელების ზონებში კოვიდ19-ის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ცხელების ზონაში, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია განთავსებული, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი 3 პაციენტს დაუდასტურდა, აქედან ერთი რუსთაველია. საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის თქმით, 50 წლამდე ქალის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. კოვიდინფიცირებულ 3 პაციენტს შორის კლინიკაში ერთი თბილისიდან, ერთი კი მარტყოფიდან შეიყვანეს.

რაც შეეხება კლინიკა "რუსთავში" განთავსებულ ცხელების ზონას, აღნიშნულ სივრცეში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, ერთი კი საეჭვოა და განმეორებით ტესტირებას საჭიროებს. საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა ორსული ქალია.

ორსულის ინფიცირების წყარო უცნობია. მაია როგავას თქმით, მას დაბალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ხველა აღენიშნება.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, 50 წლამდე ქალი ასევე ვერ ასახელებს, რა შეიძლება გამხდარიყო მისი დაინფიცირების წყარო.


 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები