გარდაბანში 23 ოქტომბერს გაუჩინარებული 2 მცირეწლოვანის დედა, ნერლანა ნაბიევა, იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, გაუჩინარებულ ახალგაზრდა ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სახლიდან 23 ოქტომბერს საღამოს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.