დასუფთავების აქცია გარდაბანში

2017-06-06 13:24:34

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ გარდაბანში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად მიიღო. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 9 აპრილისა და ლესელიძის ქუჩები.