მკვლელობა თბილისში.
სარაჯიშვილის ქუჩაზე, "კიას" მარკის ავტომობილში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ნიკა მელია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს - "ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო".
"ინფო რუსთავი" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის აზუსტებენ.