ეპიდემიოლოგების პროგნოზი

2020-10-23 12:51:12

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდემიოლოგების პროგნოზზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს ვარაუდობენ.

„ხვალ გვექნება ჩვენი განახლებული პროგნიზები. დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ და დღეში ალბათ 3-4 ათასი შემთხვევა იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში 8-9 ათასი ტესტი ტარდება.