ვინ არის პოლიციელი რომელიც მძევლებს ჩაენაცვლა

2020-10-21 23:24:09

პოლიციელი რომელიც დამყაჩაღებელს სხვა მძევლების მაგივრად ჩაენაცვლა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დირექტორი ავთანდილ გალდავაა.

ავთანდილ გალდავა აღნიშნულ თანამდებობაზე უკვე 2 წელია რაც მუშაობს, მანამდე ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

დამნაშავემ პოლიციელთან და 2 სხვა მძევალთან ერთად პიკაპის ტიპის, პოლიციის ავტომობილით დატოვა ბანკის ტერიტორია.

ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.