ზუგდიდში საქართველოს ბანკში მძევლად აყვანილი ადამიანების უმრავლესობა თავისუფალია.
ამის შესახებ ირაკლი კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ირაკლი კვარაცხელია ერთ-ერთია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ბანკში მძევლად აიყვანა.
"სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძევლებთან ერთად დატოვებენ შენობას რამოდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველა მხარდაჭერისთვის. ეხლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ",- წერს კვარაცხელია.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ფულთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობაც დატოვა.