„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ელექტრო ცეხში ავარიის შედეგად დამწვარი ერთ-ერთი თანამშრომოლი გარდაიცვალა. თბილისის დამწვრობის ცენტრში განაცხადეს რომ, პაციენტს სხეულის 60% ჰქონდა დამწვარი და მიღებული ტრამვები მისი სიცხოხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ასევე მძიმეა მეორე პაციენტის მდგომარეობა, ის ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში მკურნალობას გადის.
ავარია ელექტრო საამქროში 25 მაისს მოხდა. შემთხვევის შედეგადა 2 მუშა დაიწვა. დაშავებულები თავდაპირველად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ისინი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ამ დრომდე მძიმეა მეორე პაციენტის მდგომარეობა.
მომხდართან დაკავშირებით, უცნობია საწარმოს ხელმძღვანელების პოზიცია. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციიაში" "ინფო რუსთავის" ზარებს არ პასუხობენ.