2020-10-21 21:26:39
ზუგდიდში, "საქართველოს ბანკიდან" კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.
შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ, ორი მძევალი გათავისუფლდა.
შსს-ში არ აკონკრეტებენ, სულ რამდენი მძევალია გათავისუფლებული და რამდენი რჩება ბანკის შენობაში.