ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი პოლიციას 2 საათის ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მძევლების ლიკვიდაციით იმუქრება. მან ეს განცხადება "მთავარ არხთან" პირდაპირ ეთერში საუბარისას გააკეთა.
"მთავარ არხს" ბანკში მყოფი ერთ ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია დაუკავშირდა. თავდამსხმელთან გასაუბრებაც მისი საშუალებით მოხერხდა.
შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს, რომ სამართალდამცველები არ ასრულებენ მის უპირველეს მოთხოვნას და ტერიტორიიდან სპეცრაზმი არ გაჰყავთ:
სამართალდამცავებმა არ გააკეთეს არანაირი რეაგირება ამ ფაქტზე, მოთხოვნის მიუხედავად არავინ შემოვიდა. პირველი მოთხოვნა რაც იყო, სპეცრაზმი არ მოხსნეს პერიმეტრიდან, სამართალდამცავებს შემოსვლის წუთებიდან ვესაუბრებით. ვადა არის 2 საათი - ამბობს თავდამსხმელი "მთავართან"
ბანკში ამჟამად 19 მძევალია. თავდამსხმელი კი ნახევარ მილიონსა და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს.