სასწავლო პროცესი კიდევ 2 სკოლაში შეწყდა

2020-10-21 13:27:47

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, სასწავლო პროცესი გარდაბნის კიდევ 2  საჯარო სკოლაში შეწყდა.

დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესი გარდაბნის 4 სკოლასა და 3 საბავშვო ბაღშია შეწყვეტილი. მთლიანდ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა გარდაბნის ორი სკოლა, სოფელ გამარჯვებისა და მარტყოფის საჯარო სკოლები, ამასთანავე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა სოფელ გამარჯვების სამ საბავშვო ბაღში.

21 ოქტომბერს ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 40 რუსთავში.