საქართველოში კორონავირუსული ინფექციით ბოლო 24 საათში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მონაცემები კორონავირუსისთვის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან სულ 172 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირებულთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსული ინფექციის 21208 შემთხვევაა გამოვლენილი.