"რუსთავში ავაშენებთ დისნეილენდის მსგავს პარკს" [photo]

2020-10-20 18:47:05

რუსთავსი ცენტრალურ მოედანზე პოლიტიკურმა პარტიამ "ლელო - საქართველოსთვის" მხარდამჭერებს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია წარუდგინა.

მოდანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა გეგელიამ და განაცხადა, რომ ლელოს გამარჯვების შემთხვევაში, რუსთავში დისნეილენდის მსგავის საერთაშორისო გასართობი პარკი აშენდება.

"ლელოს გამარჯვება რუსთავსა და გარდაბანში არის თითოეული ადამიანის გამარჯვება, რადგან ჩვენ ვიბრძვით სუფთა ჰაერისთვის, დაცული შრომიშთვის.

ჩვენ ვიბრძვის ყველა რუსთაველისა და გარდაბნელის იმ უფლებებისთვის, რომელიც მათ ჩამოართვეს. ლელოს აქვს გრანდიოზული განვითარების ხედვა და ჟინი. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსთავში ნაცვლად კიდევ ერთი ციხისა, აშენდება მსოფლიო კლასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის. ჩვენ გვინდა ახალი პერსპექტივა და ვამბობთ, რომ ჭყონდიდელის დასახლებაში იქნება ხელმისაწვდომი სპორტკომპლექსი, იალღუჯის მთაზე ახალი ინოვაციურ ტექნოლოგიების ტყე-პარკი იქნება.

ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქალაქის მოსახლეობას უნდა მივცეთ ჯანსაღი ცხოვრების სტიმული და განვითარების პერსპექტივა. ლელო რუსთავში ისტორიულ პროექტს დაიწყებს და ქალაქში ავაშენებთ დისნეილენდის მსგავს საერთაშორისო პარკს, რომელიც რუსთავს რეგიონალურ ყურადღების ცენტრში მოაქცევს.

აქ იქნება კინო, თეატრი და ჩვენ ვიტყვით, რომ რუსთავი იქნება ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი, როგორც ეკონომიკურად ასევე კულტურულად",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ გეგელიამ.

რუსთავის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ლელოს მხარდამჭერებს კლინიკიდან კოვიდინფიცირებულმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა და რუსთაველებს გრიგოლ გეგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები