ახალი იატაკი რუსთავის კალათბურთის დარბაზში [Photo]

2020-09-20 13:22:10

რუსთავში, "ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში", სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უკვე სრულად განახლდა კალათბურთის დარბაზის იატაკი და გამოიცვალა ფარებთან არსებული მთავარი ტაბლოები. რეაბილიტაცია უტარდება კალათბურთელების მოსასვენებელ სივრცესაც.

სპორტკომპლექსში მიმდინარე სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ და ასევე "ქართულის ოცნების" პროპორციული სიის 45-ე ნომერმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა მოინახულეს.

"ჩემთვის სასიხარულო იყო, რომ განახლებული სპორტული იატაკი მოვინახულეთ კალათბურთის დარბაზში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი სპორტსმენებისთვის და განსაკუთრებით კალათბურთელებისთვის, რომ იატაკი იყოს მოწესრიგებული და საერთაშორისო სტანდარტის",- განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები "ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში" საზოგადოება "რუსთაველების" მხარდაჭერით კეთდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები