საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსული ინფექციით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს 24 საათში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით სულ 158 ადამიანი გარდაიცვალა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადების მიხედვით, გარდაცვლილთა შორის 7 თბილისში დაფიქსირდა, ბათუმში - 4, ქუთაისში - 2, გორში - 1, მცხეთაში - 1.