ხობი-ფოთის გზაზე თხილით დატვირტული მიკროავტობუსი გაიტაცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს გზაზე სამი შეიარაღებული პირი იმ დროს დახვდა, როდესაც მძღოლს ქობულეთიდან ზუგდიდში, ქარხანაში თხილსი გული გადაჰქონდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხდეს, მომდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებას ამ დროისთვის ჯერ არავინ დაუკავებია.