ახალი კოვიდშემთხვევების განაწილება რეგიონებში

2020-10-19 11:24:47

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კოვიდ19--ის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დადასტურდა.

იხილეთ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით:
თბილისი - 469, აჭარაში - 360, იმერეთში - 99,  სამეგრელო ზემო-სვანეთში - 73, შიდა ქართლში - 15,  ქვემო ქართლში - 78,  გურიაში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 7,  მცხეთა-მთიანეთში - 14, კახეთში - 46.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები