კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა

2020-10-19 11:21:09

საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.