რუსთაველის ქუჩის ლუწი რიცხვების შიდა ეზოებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. იცვლება ასფალტის საფარი, ეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. სამუშაოების დასრულებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია მიმდინარე თვის ბოლომდე ვარაუდობს. რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილი სხვა ეზოების კეთილმოწყობა,მომავალი წლიდან გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარია გამოყოფილი.