მთავრობის გადაწყვეტილება საჰაერო მიმოსვლაზე

2020-10-15 13:57:00

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საჰაერო მიმოსვლის სრულად აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

გახარიას თქმით, ნოემბრის თვიდან სხვადასხვა მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენა დაიწყება.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნოემბრის თვიდან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის. ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად. პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ პარიზის და მიუნხენის მიმართულებით. პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება. რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ევროპაში გადაადგილების და ეკონომიკას მისცემს მეტ ჟანგბადს და მოგვეხმარება ჩვენ დამკვირვებლების ქვეყანაში მარტივად შემოყვანაში. ამასთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემდგომ უკვე ნოემბერში, პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორვ თბილისის მიმართულებით, ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით", - განაცხადა გახარიამ.