რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა

2020-10-15 13:24:30

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობის სტრატეგია წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გადავაბიჯებთ 1000 კაციან ნიშნულს.

„მსოფლიოში და საქართველოში დაფიქსირდა ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი. როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში გადავაბიჯებთ 1000-კაციან ნიშნულს“, - აღნიშნა გახარიამ.