ფონდი „მოწყალე სამარიტელი“

2020-10-14 14:55:56

პატრიარქის თქმით, გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ დაარსდა .

„ვისაც სურს, მიიღოს მონაწილეობა ამ ფონდში თვეში ერთ ლარს შემოიტანს. მე იმედი მაქვს, რომ ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებსა და ხალხს“, - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ საზეიმო წირვის დასრულებისას კიდევ ერთხელ მიულოცა მრევლს სვეტიცხოვლობა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ღმერთი მოწყალეა და გადაარჩენს საქართველოს. შიში არ უნდა გქონდეთ, დალოცვილი იყავით“, - აღნიშნა პატრიარქმა.