ჭყლეტვაში იუვენტუსის 600-მდე გულშემატკივარი მოყვა (ვიდეო)

2017-06-04 12:42:36

ტურინის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, სადაც „იუვენტუსის“ ფანები ჩემპიონთა ლიგის ფინალს დიდ ეკრანზე უყურებდნენ, უეცარმა აფეთქების ხმამ პანიკა და არეულობა გამოიწვია. არეულობაში ასეულობით ადამიანი დაშავდა. იტალიური მედიის ცნობით, მსუბუქი დაზიანებები დაახლოებით 600-მდე ადამიანმა მიიღო. SkyTG24-ის ინფორმაციით, 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა. მათ შორისაა 7 წლის ბიჭიც. გავრცელებული ინფორმაციით ჭყლეტვაში საქართველოს მოქალაქეებიც მოყვნენ.

სან კარლოს მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად ათასობით ფანი იყო შეკრებილი. მატჩის მეორე ნახევრის დროს, მაშინ, როცა „იუვენტუსი“ „რეალთან“ 1:4-ს აგებდა, ვიდეოკამერებმა მოედნის შუაგულში უეცარი არეულობა დააფიქსირა, რამაც ხალხს ბარიერებისკენ უბიძგა. ფანების უმრავლესობა შეშინებული გამოიქცა მოედნის შუაგულიდან. Reuters-ის წყაროს ცნობით, პანიკა მცირე ზომის ასაფეთქებელმა საშუალებამ გამოიწვია, რომელიც მოედანზე მყოფ ადამიანებს ბომბში აერიათ. პოლიცია მომხდარის მიზეზებს იკვლევს. ნახეთ ვიდეო.