სპექტაკლი უკრაინელი ახალგაზრდების მონაწილეობით (ფოტოები).

2016-11-14 19:18:56

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში, რუსულ ენოვანი სპექტაკლი „Включите Свет“ გაიმართა. სპექტაკლის ჩვენება ევროკავშირის ახალგაზრდული პროექტის “ერასმუს+” ფარგლებში მოეწყო. პროქეტი მიზნად ისახავს შემოქმედებითი თეატრალური წარმოდგენების ორგანიზებას, ახალგაზრდების ჩართულობით. Включите Свет“-ში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები ლატვიიდან, ესტონეთიდან და უკრაინიდან.