უფასო ფაკულტეტების პროგრამა შეიცვლება, ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ინფო რუსთავთან“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მომავალ წელს უფასო ფაკულტეტების პროგრამა უქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ამ მხივ გარკვეული ცვლილებები იგეგმება.
„მეტი იქნება უფასო ფაკულტეტები, მაგრამ მოთხოვნა იქნება მაღალი, ზარმაცი და ოროსანი მოსწავლეები უფასოდ აღარ ისწავლიან, უფასოდ სწავლას მხოლოდ მაღალი ქულებით შეძლებენ“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ბარიერი როგორც საატესტატო, ასევე ეროვნულ გამოცდებზეც აიწევს.