რუსთავში, ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ "თუთარჩელაში" ინფიცირებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ანსამბლის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ მიაწოდა, რომელიც თავადაც ინფიცირებულია.
ბუაძის განცხადებით, ის მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე გადის, რადგანაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. როგორც "ინფო რუსთავს" ანსამბლის ხელმძღვანელი უყვება, დაავადება მსუბუქი მიმიდნარეობითაა გამოხატული ანსამბლის სხვა წევრებთანაც.
"სტაბილიურად ვგრძნობ თავს, ოჯახის პირობებში მიწევს მკურნალობა ჯერჯერობით. სიმპტომებიდან გამომდინარე, რამე გართულებები არ მაქვს და ამიტომ სახლში დამტოვეს ჯერჯერობით. თითქოს ვიღაცამ კარები გახსნა და ვირუსი ერთიანად გადმოგვაფრქვია. ყველა ერთნაირი სიმოპტომით როგორ შეიძლება ვიყოთ. მე რომ არ მეთქვა ბავშვებისთვის სიცხე გაისინჯეთთქო, არ ისინჯავდნენ, არაფერი არ გვაწუხებს მასწავლებელოო. უმეტესობა იწერება რომ ძალიან კარგადაა, მაგრამ ვამჩნევ რომ ეს ვისრუსი თანდათან, 4-5 დღეში უფრო იკრებს ძალებს. ნამდვილად ავად ვართ, ეს არ არის ტყუილი",- აცხადებს თამარ ბუაძე.