საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამივე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
„საერთო რადენობით ამჟამად გარდაცვლილია 66 პაციენტი, გუშინ გარდაიცვალა 3. ვიცი, რომ სამივე არის აჭარიდან. თუმცა, პაციენტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.
რაც შეეხება ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, ამჟამად გახლავთ 42 კოვიდ ინფიცირებული, გუშინ გაეწერა 3, შემოვიდა ასევე 3 და შესაბამისად, რიცხვი არ შეცვლილა. მძიმე პაციენტების სიაში არის 6 პაციენტი, არიან საყურადღებო პაციენტებიც, ამჟამად სტაციონარში მოთავსებულია საშუალო სიმძიმის პაციენტების უმეტესობა“,-განაცხადა ენდელაძემ.