ქალმა კაცი მოკლა

2020-10-07 17:18:23

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქალმა 30 წლამდე კაცი მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილობრივების ცნობით, მამაკაცმა ბიძაშვილის ცოლთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის გამოც ქალმა მას სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

როგორც "ინფო რუსთას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები