1-ელი კლასის მოსწავლეს ეძებენ

2020-10-07 17:09:22

თბილისში 1-ელი კლასის მოსწავლეს ეძებენ. როგორც ბავშვის დედამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 7 წლის ბავშვი ბოლოს, დაახლოებით, 12:30 საათზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

"სკოლიდან გამოვიდა, ჭიშკართან თურმე ბევრი ბავშვები იყვნენ. ჩამჯდარა 205 ნომერ ავტობუსში. ჩამოვიდა ზედა სამგორის მეტროსთან. იმის შემდეგ დააფიქსირეს ქვედა საგმორის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ არავის უნახავს", - აცხადებს გაუჩინარებული ბავშვის დედა.

დედის თქმით, ბავშვს აცვია შავი ზედა და ნაცრისფერი შარვალი, თან აქვს ზურგჩანთა. ფოტო, რომელიც ინფორმაციას თან აქვს დართული, გადაღებულია დღეს.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, დაუკავშირდით ბავშვის დედას შემდეგ ნომერზე: 574 057 044