მარნეულს Euro 5 ემისიის სტანდარტის 5 მუნიციპალური ავტობუსი გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მარნეული-გარდაბანი მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა გამოაქვეყნა.
"გასულ წელს, მერის არჩევნების დროს, ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისის დახვეწა წარმოადგენდა. მერის პოზიციაზე ერთწლიანი მუშაობის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ.
მარნეულს უკვე ჰყავს ხუთი ახალი საზოგადოებრივი ავტობუსი. დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 5 ემისიის სტანდარტის მუნიციპალური ტრანსპორტი 25 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ქალაქის მასშტაბით ასევე დამონტაჟდა 5 ერთეული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსის მოსაცდელები. პროცესი მიმდინარეა და უახლოეს პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, დამატებით, ავტობუსის 9 ახალი მოსაცდელ კონსტრუქცია განთავსება",- დაწერა ზაურ დარგალმა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ავტობუსების 40 ერთეული რუსთავისთვისაცაა შეძენილი, რომელიც, ახლო მომავალში ეტაპობრივად შემოვა ქალაქში.