მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

2020-10-07 13:54:27

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ დღეს, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდება შესაბამისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ეპიდემიური სიტუაციის მართვაში ჩართულ ყველა ექიმს 50%-იანი დანამატი ექნება.

"ყველა ჩართულ ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც არის დღესდღეობით თითოეული ექიმის საბაზრო ღირებულება საათობრივ ანაზღაურებაში". – თქვა მინისტრმა.

გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ექიმები და ექთნები, რომლებიც მუშაობენ ახალი კორონავირუსის შემთხვევებზე, ჯგუფებად დაიყოფა.