იქნება თუ არა სისტემური შეზღუდვები

2020-10-07 13:11:31

"არ ვაპირებთ სისტემური შეზღუდვების დაწესებას"- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით სისტემური შეზღუდვების დაწესებას, რაც ნიშნავს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, გარკვეული სექტორების სრულად დახურვას, მაგალითად რესტორნების, მაგალითად ტრანსპორის გაჩერებას ამას არ ვაპირებთ. ვაპირებთ წერტილოვნად, იქ სადაც ეს ღონისძიებები აუცილებელია", განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციური მუშაობა, ამის გამოყენება უნდა მოხდეს. ამასთანავე, გახარიამ აღნიშნა, რომ თუ რომელიმე ორგანიზაციის თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია, მას ორგანიზაციამ თვითიზოლაციაში გადასვლისკენ უნდა მოუწოდოს.