განიხილება თუ არა არჩევნების გადადება

2020-10-07 13:07:30

საარჩევნო პროცესს ვერ და არ გავაჩერებთ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ხელშეუხებელია.

"მიუხედავად ზოგიერთი ვაი ექსპერტის მოწოდებისა, ეს არის ხელშუხებელი პროცესი და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები პირბადით და დისტანციის დაცვით, ეს არის პრიორიტეტი. საქართველომ მთელს მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება", - განაცხადა გახარიამ.